ღია კარის დღეები, რომლებიც აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, დროებით ონლაინ რეჟიმში იმართება

ღია კარის დღეები, რომლებიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროებით ონლაინ რეჟიმში იმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ცენტრმა სპეციალური საინფორმაციო ვიდეორგოლებიც მოამზადა, რომლებითაც სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები რეკომენდაციას უწევენ აბიტურიენტებს, თუ რა უნდა გაითვალისწინონ როგორც წინასაგამოცდო პერიოდში, ასევე გამოცდების პროცესში.

„აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. თუ როდის განახლდება ღია კარის დღეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო