წყალმომარაგების კომპანია - ხობში მცხოვრები 3000-ზე მეტი ოჯახი გამრიცხველიანების შედეგად სტაბილურ წყალმომარაგებაზე გადავა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქალაქ ხობში მრავალბინიან კორპუსებსა და კერძო სახლებში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს.

„პროექტის დასრულების შემდეგ, აღმოიფხვრება დანაკარგები. შედეგად, ხობში მცხოვრები 3 000-ზე მეტი ოჯახი, გრაფიკიდან სტაბილურ წყალმომარაგებაზე აპრილიდან გადავა.

სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 618 000 ლარი მოხმარდა.

ხობში წყალმომარაგების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სრულიად ახალი წყლის სისტემა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა