„ევექსი კლინიკები“ განცხადებას ავრცელებს

„ევექსი კლინიკები“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტს არანაირი შემხებლობა აქვს კლინიკებთან.

როგორც „ევექსი კლინიკებში“ განმარტავენ, ერთადერთი დაინფიცირებული პირი, რომელიც “ევექსის” სახელთანაა კავშირში, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი და “ევექსი კლინიკების” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ გამყრელიძეა, რომელთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი თვითიზოლაციაშია.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით რამდენჯერმე გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია „ევექსი კლინიკების“ ოფისში კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტის შესახებ.

ინფორმაციისთვის, გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენი სათაო ოფისის შენობაში მოქმედებს რამდენიმე კომპანია, საიდანაც ერთ-ერთში დაფიქსირდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა.

„ევექსი კლინიკებიდან“ დაინფიცირებულთან კომუნიკაცია ჰქონდა მხოლოდ ერთ პირს და ის მაშინვე გადავიდა თვითიზოლაციაში. მას ჩაუტარდა ანალიზიც და ლუგარის ლაბორატორიის კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ის მაინც აგრძელებს თვითიზოლაციას.

ამ შემთხვევის შემდეგ ერთადერთი დაინფიცირებული პირი, რომელიც “ევექსის” სახელთანაა კავშირში, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორი და “ევექსი კლინიკების” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ გამყრელიძეა, რომელმაც საკუთარი სტატუსი თავადვე საჯარო გახადა. ასევე, იდენტიფიცირებულია ნიკოლოზ გამყრელიძესთან შემხებლობაში მყოფი ყველა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

პრევენციისათვის, შენობას 3 დღის განმავლობაში ჩაუტარდა დეზინფექცია.

გვინდა დავამშვიდოთ ჩვენი მომხმარებლებიც და აღვნიშნოთ, რომ „ევექსი კლინიკების“ 35-ვე კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტს არანაირი შემხებლობა აქვს კლინიკებთან. „ევექსი კლინიკების“ სათავო ოფისი არ იმყოფება არც ერთი კლინიკის ტერიტორიაზე.

ჩვენ მუდმივ რეჟიმში მზად ვართ ვითანამშრომლოთ მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებასთან და მივაწოდოთ მათ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

საქართველოს 6 რეგიონში, „ევექსი კლინიკების“ 35-ვე კლინიკა, 2000-მდე სამედიცინო პერსონალი განაგრძობს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ მათ თავდაუზოგავი შრომისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა