ჯანდაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც აძლევს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაციას გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებსაც აძლევს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის უწყებაში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე რეკომენდაცია შესაძლოა, გამკაცრდეს.

„ამ ეტაპზე, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზეც გაცემულია თვითიზოლაციის რეკომენდაცია. თუმცა ვაკვირდებით იქ განვითარებულ მოვლენებს და მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს”, - განაცხადეს ჯანდაცვის უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაცემული იყო ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს