პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეების მისაღებსა და ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამუშაო სივრცე ყოველდღიურად მუშავდება სველი წესით საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის მიერ დასუფთავებასთან დაკავშირებით გაცემული მითითებების შესაბამისად.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია ატარებს ყველა ღონისძიებას, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის განხორციელდა თანამშრომელთა ინფორმირება ვირუსის პრევენციის მიზნით პირადი ჰიგიენისა და საერთო სამუშაო სივრცის მოვლის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა