სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების ონლაინ განხილვა გამართა

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომისიამ კორონავირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინა, რის გამოც დაინტერესებულ მხარეებს საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება ონლაინ რეჟიმში, ვიდეოზარის გამოყენებით მიეცათ.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განმარტა, საჯარო განხილვები კომისიის მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპია, სადაც საზოგადოების წარმომადგენლების და დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების გაზიარება და გათვალისწინება ხდება.

კომისიამ თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხისთვის, ასევე სკვერისა და მოედნისთვის სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელა. მათ შორის, დეპუტატებმა გლდანის, ნაძალადევისა და კრწანისის რაიონებში მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სპორტულ მოედნისა და სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების-გიორგი ბოთერაშვილის, პეტრე გამჯაშვილის და ბახვა გოგოლაძის სახელების მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

დღესვე საკრებულოს წევრებმა ივანე იუმაშევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისა და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი თარხნიშვილის სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს.

გარდა ამისა, ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩის მონაკვეთს, ციხისძირის V გასასვლელს და დიდგორის II ჩიხს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ზაურ მახარაშვილის სახელი მიენიჭა.

საჯარო განხილვის შედეგად, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ტაბახმელას ველის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს იუნკერის ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახელი ეწოდება, ხოლო ჩუღურეთის რაიონში მდებარე კოტე ხიმშიაშვილის ქუჩას კი, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელები დაერქმევა.

სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო