რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - თუ რუსეთი და სირია პირობას არ შეასრულებენ, ჩვენი პასუხი სასტიკი იქნება!

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი და სირია იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას დაიცავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერდოღანი შურისძიებით იმუქრება.

„თუ სირია და რუსეთი ვერ შეძლებენ პირობა შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჩვენ უკან არ დავიხევთ, რომ გავატაროთ მათ წინააღმდეგ აუცილებელი ზომები. თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტების უსაფრთხოება ჩვენი უდიდესი პრიორიტეტია“,-განაცხადა ერდოღანმა მმართველ „განვითარების და სამართლიანობის პარტიასთან“ საუბრისას.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მხოლოდ პატარა თავდასხმებით აღარ შემოიფარგლება და მისი პასუხი უფრო სასტიკი იქნება.

„ჩვენ მხოლოდ პატარა თავდასხმით არ შემოვიფარგლებით, ჩვენი პასუხი უფრო სასტიკი იქნება. ჯარისკაცებს, ჩვენი ერის შვილებს უგულო ასადის დაცვა არ სჭირდებათ, ეს იცოდეთ!“-განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, რუსეთის და თურქეთის ლიდერებმა მოსკოვში გამართული შეხვედრის დროს, სირიის იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს