კახა კალაძე - ეს არის უბრალოდ მოგონილი თემა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია რაიმე მიზეზით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პრობლემაა. ასე გამოეხმაურა კალაძე ჟურნალისტებთან ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებინ, კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ.

კალაძის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის პრობლემა. თუ შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, ისინი არ ესაუბრებიან მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, ესაუბრებიან მთლიანად საზოგადოებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. შესაბამისად, შეთანხმება რაზეც მოხდა, გამოქვეყნებული იქნა ამერიკის საელჩოს მიერ და იქ ყველაფერი მარტივადაა გაწერილი. ეს არის უბრალოდ მოგონილი თემა, საქართველოში პოლიტპატიმრები ჩვენ არ გვყავს”, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს