რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - რაც საბერძნეთის საზღვრებთან მიგრანტებთან დაკავშირებით ხდება, არ განსხვავდება იმისგან, რაც ნაცისტებმა გააკეთეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთის ხელისუფლება ნაცისტებს შეადარა. მისი თქმით, ნაცისტებსა და საბერძნეთის დღევანდელ ხელისუფლებას შორის დიდი განსხვავება არაა და ისინი მიგრანტებს სასტიკად ექცევიან. ერდოღანის განცხადებით, ბერძნები არაჰუმანურად, ბარბაროსულად და ფაშისტებივით იქცევიან.

„ის, რაც საბერძნეთის საზღვრებთან ხდება, არ განსხვავდება იმისგან, რაც ნაცისტებმა გააკეთეს. ცეცხლი გაუხსნა და გაზის ბომბები ესროლო უდანაშაულო ადამიანებს, ბარბაროსობაა. არავინ ხმას არ ირებს საბერძნეთის ხელისუფლების წინააღმდეგ როცა ისინი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადიან“,-აღნიშნა ერდოღანმა.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თურქეთში 3.5 მილიონზე მეტი სირიელი, ერაყელი და ავღანელი მიგრანტი იმყოფება. ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლტოლვილებს ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ბოლო კვირების განმავლობაში საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა და ევროკავშირში მოხვედრა ათასობით მიგრანტმა სცადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა