ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად 8 ოლქი იქნება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებზე თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად 8 ოლქი იქნება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამის თაობაზე ოპოზიციასთან შეთანხმება დღეს დილით მოხდა. მისივე თქმით, საარჩევნო ოლქების განაწილებაზე ოპოზიციასთან პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია და დარჩა მხოლოდ ტექნიკური საკითხების დაზუსტება.

„რამდენიმე ტექნიკური დაზუსტება გვექნება. თბილისში იქნება 8 ოლქი. ეს ერთი მანდატი მოაკლდება ერთ-ერთ რეგიონს. დავაზუსტებთ ამას და შემდეგ გაცნობებთ,"- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ახალი საარჩევნო მოდელით, თბილისის 7 საარჩევნო ოლქად დაყოფა იგეგმებოდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა