ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმჯობესია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა შეაჩეროს

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმჯობესია პარლამენტმა შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა.

როგორც ბესელია აცხადებს, სისტემური რეფორმის გარეშე მართლმსაჯულება ნდობას ვერ დაიბრუნებს.

„საჭიროა ეს პროცესი შეჩერდეს. იუსტიციის საბჭოს არ აქვს ნდობა და არც პარლამენტს ამ დარჩენილ დროში ის ლეგიტიმაცია, რომელიც სჭირდება ასეთი მაღალი თანამდებობის პირის არჩევას. ამიტომ ახლად არჩეულმა პარლამენტმა უნდა შეარჩიოს სასამართლოს თავმჯდომარე. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია. ქალბატონი ქადაგიძე მართალია, გამოცდილია და საკმაოდ დიდი ხანია მოსამართლის პოზიციაზეა. ნამდვილად აქვს პროფესიული გამოცდილება, მაგრამ გასაუბრებისას ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის დაახლოებულია მოსამართლეთა იმ ჯგუფთან, რომელთაც აქვთ გავლენა სასამართლოზე. სამწუხაროდ, სისტემური რეფორმის გარეშე მართლმსაჯულება ნდობას ვერ დაიბრუნებს. ამიტომ საჭიროა ეს პროცესი შეჩერდეს,“ - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძე აირჩია. საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა