როგორ აკონტროლებს „გაგუას კლინიკა“ ვიზიტორებს კორონავირუსის რისკის პირობებში

ახალი კორონა ვირუსის გამოჩენის შემდეგ, არაერთხელ აღინიშნა, რომ ის ნაკლებად აგრესიულია ახალგაზრდებისა, ბავშვებისა და ორსულებისთვის. თუმცა ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დაავადების დროს, ამ შემთხვევაშიც ორსულებს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სჭირდებათ.

ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია კონტროლის ზომები გაამკაცროს. საქართველოში რამდენიმე საავადმყოფოში გამოცხადებულია კარანტინი და შენობაში პაციენტების გარდა არავის უშვებენ. უსაფრთხოების კონტროლი გამკაცრებულია სამშობიაროებშიც. „გაგუას კლინიკაში“ განმარტავენ, რომ მათთან თითოეული ვიზიტორის ინდივიდუალური მონიტორინგი მიმდინარეობს.

„გაგუას კლინიკაში ინფექციის პრევენციისა და პაციენტების უსაფრთხოებისთვის კონტროლის ახალი მექანიზმი შევიმუშავეთ. COVID-19-ის გავრცელების საფრთხის ზრდასთან ერთად ყველა ვიზიტორის ინდივიდუალური მონიტორინგი დავიწყეთ. აღნიშნული გულისხმობს ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და შესაბამის რეაგირებას. ამავდროულად, კლინიკაში ინფექციის პრევენციისა და პაციენტების უსაფრთხოებისთვის ყოველდღიურად ხდება ზედაპირების დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით”, - აცხადებენ კლინიკაში.

(R)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს