დავით ჭიჭინაძე - გასაგებია, ექიმები გვაფრთხილებენ, სახლიდან არ გამოხვიდეთ და მათი სფეროდან გამომდინარე ასეც უნდა იყოს, მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?

გასაგებია, ექიმები რომ გვაფრთხილებენ, სახლიდან არ გამოხვიდეთო და მათი სფეროდან გამოდინარე ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი? - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შეიძლება მივიღოთ ისეთი რეალობა, როდესაც ერთი მხრივ დაგვრჩება ვალდებულებები, რომელთა შესრულებასთან მიმართებაშიც, ადამიანები იქნებიან უძლურები, მეორე მხრივ კი სტრუქტურები, რომლებიც ამ კრიზისზე გამდიდრებას შეეცდებიან.

„და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ დროს?! მითუმეტეს, რომ ქვეყანაში მარაგები არ არსებობს; ჯანდაცვის სფერო დღეს აბსოლუტურად კომერციალიზებულია და არავინ მათ არ ზღუდავს; ბანკებთან მიმართებაში კი, ადამიანების ვალდებულებების შეცვლა არც კი განიხილება. ანუ, სახელმწიფოს ფაქტიურად ფორსმაჟორის წინაშე მოუწევს დადგომა, ჩვენ კი არც სახელმწიფოს ფუნქცია ვიცით ასეთ მდგომარეობაში და არც ის, ვინ უნდა მართოს კრიზისულ სიტუაციაში. მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც მხოლოდ ის გვითხრეს 2-3 დღეში გეტყვით რას ვიზამთო და აქამდე ერთმანეთთან კომუნიკაცია ვინ დაუშალა?!

თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებულ ფინანსებზე და მათ სწორედ განკარგვაზე გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ, პარლამენტში და შემდეგ მთავრობა ასრულებს, არ მგონია დღეს ისეთი დალხენილი სიტუაცია გვქონდეს, რომ ამ ფინანსებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებები არ იყოს ჩვენთან შესათანხმებელი. მითუმეტეს, რომ ამ პარლამენტში არა მარტო ბანკირების, ხალხის წარმომადგენლებიც არიან.

ამიტომ ვფიქრობ, ეკონომიკური, ფინანსური პროფილის კომიტეტები, პარლამენტი ზოგადად მთავრობასთან ერთად დაინტერესებული უნდა იყოს შეიქმნას ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ისეთ თემებზე, თუ რა ნაბიჯებს დგამს მთავრობა, რა რეზერვებს აგროვებს, სად არის ფული აკუმულირებული და როგორ ვაპირებთ ცხოვრებას ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში. რის შემდეგაც უკვე მოხდება მოსახლეობის ინფორმირება, ისევე როგორც ვიღებთ ინფორმაციებს დაინფიცირებული ადამიანების შესახებ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა