ირაკლი კობახიძე სენატორების განცხადებაზე - ერთი კრიტიკული შენიშვნა იყო და როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ საკითხზე ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან მეტი კომუნიკაცია დაგვჭირდება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი სენატორის ჯიმ რიშის განცხადებას დადებითად აფასებს. რაც შეეხება სენატორის მიერ გამოთქმულ მოლოდინს, რომ „პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანები მყისიერად უნდა გათავისუფლდნენ", კობახიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე მათთან მეტი კომუნიკაცია ექნებათ.

„მთლიანობაში ეს განცხადება ძალიან დადებითი იყო. ერთი კრიტიკული შენიშვნა იყო და როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ საკითხზე ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან მეტი კომუნიკაცია დაგვჭირდება, მათ შორის რიშთან და შაჰინთან. ვფიქრობთ, მეტი კომუნიკაციის საფუძველზე ყველა საკითხზე შევჯერდებით. ყველაფრის წამალია კომუნიკაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ მისი იმპლემენტაცია მოხდება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილემ შეთანხმებას მიაღწია და ველით, რომ მომავალი კვირების და თვეების მანძილზე მისი იმპლემენტაცია მოხდება. მიმდინარე წლის დასაწყისში, მე და სენატორმა შაჰინმა პრემიერ გახარიას მივწერეთ, რათა ჩვენი შეშფოთება გამოგვეთქვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობას რჩევა მივეცით შეეჩერებინათ ქვეყნის უკუსვლა დემოკრატიის გზაზე. მიხარია აღვნიშნო, რომ ეს შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დემოკრატიის და კარგი მმართველობისკენ.მაშინ, როდესაც საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება, უმნიშვნელოვანესია, რომ ცვლილებები სწრაფად განხორციელდეს“,-ნათქვამია ჯიმ რიშის განცხადებაში. ამასთან, რიში იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო