„მთავარი არხის“ ჟურნალისტი მინისტრის მოადგილესთან კონტაქტის გამო, კარანტინში გადავიდა

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ტელევიზიის ერთ-ერთი ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადავიდა.

როგორც მელაძე სოციალურ ქსელში წერს, ჟურნალისტს კომუნიკაცია ჰქონდა მთავრობის იმ წევრთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

„ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში. ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ, რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში მყოფი პირის გადასაღებად მივიდა). გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში“, - წერს მელაძე.

ინფორმაციისთვის, საუბარია ჟურნალისტის მიერ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ჩაწერაზე, რომელსაც თავის მხრივ, კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა