ანგელა მერკელი - გერმანიის მოსახლეობის 60-70% შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირდეს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ გერმანიის მოსახლეობის 60-70% -ი შესაძლოა, ახალი კორონავირუსით დაინფიცირდეს. მისი თქმით, რადგან ვირუსი ახალია და არც ვაქცინა და არც მისი საწინააღმდეგო პრეპარატები არ არსებობს, მოსახლეობას მის მიმართ იმუნიტეტი არ აქვს.

„ვირუსი არის ევროპაში და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ“, - აღნიშნა მერკელმა პრესკონფერეციაზე, რომელიც კორონავირუსის თემაზე გაიმართა.

გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, აღნიშნულ განცხადებას დარბაზში უჩვეულო სიჩუმე მოჰყვა.

„ის, რომ სპორტული მოვლენები უმაყურებლოდ ჩატარდება, ყველაზე უარესი არ არის რის წინაშეც შესაძლებელია ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს“,-დასძინა მერკელმა.

ცნობისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 1500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა