შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ამდროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია:
რაჭა - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი სოფელი კრიხი, ონის მუნიციპალიტეტი სოფელი ძეგლევი.
ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:
სამეგრელო- წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩქვალერი.
გურია- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სოფელი გომი.
ქვემო ქართლი - თეთრიწყარო.
ღია კერა შენარჩუნებულია:
აჭარა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფელი ზედე ჯოჭო. იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი. მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და 4 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
დუშეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ჭართალი, ცეცხლი უკიდია შერეული ტყის ქვედა საფარს. ადგილზეა ხუთი სახანძრო-სამაშველო მანქანა, 35 მეხანძრე მაშველი.
„ბოლო 4 დღეში, მთელი საქართველოს მასშტაბის მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 318 დასხმა განახორციელეს.
ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.