ვატო სურგულაძე - საჭიროა თვითიზოლაციის კონტროლის მექანიზმების გამკაცრება, სამედიცინო დაწესებულებებში კარანტინის გამოცხადება, სასწავლო დაწესებულებების დახურვა, „ერთი საავადმყოფოს“ პრინციპის გამოყენება

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ კორონავირუსის გავრცელების რისკების შემცირების მიზნით, „ერთი საავადმყოფოს“ პრინციპის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა ვატო სურგულაძემ და ლაშა ბაქრაძემ ისაუბრეს.

მათი განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები იზოლირებული უნდა იყვნენ ერთ საავადმყოფოში, ხოლო დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტები კი ცალკე დაწესებულებაში უნდა განთავსდებიან.

„ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდეს თვითიზოლაციის კონტროლის მექანიზმების გამკაცრება და ვირუსის გავრცელების რისკების შემცირება. ამისთვის აუცილებელია, მთავრობამ გამოსცეს სამართლებრივი აქტი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოში ვირუსის გავრცელების რისკების შემცირებას საჯარო სექტორის, საზოგადოებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით”,-აცხადებს ვატო სურგულაძე.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის ყველაზე დიდ რისკს დაავადების გავრცელება წარმოადგენს.

„ამისათვის საჭიროა: თვითიზოლაციის კონტროლის მექანიზმების გამკაცრება, დასჯის მექანიზმებზე მსჯელობა, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინის გამოცხადება, სასწავლო დაწესებულებების დახურვა, „ერთი საავადმყოფოს“ პრინციპის გამოყენება, როცა ინფიცირებული პაციენტი იზოლირებული იქნება, ხოლო დაკვირვების ქვეშ მყოფი პაციენტები განთავსდებიან ცალკე დაწესებულებაში. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო მზად უნდა იყოს ქალაქების კარანტინისთვის, რომ რამდენიმე ქვეყნის ცუდი მაგალითი არ განმეორდეს”,-აღნიშნა სურგულაძემ.

ამასთან, „ლელო საქართველოსთვის“ კიდევ ერთმა წევრმა ლაშა ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი ისე, როგორც არასდროს, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა.

„პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" გაგაცნობთ ჩვენს წინადადებებს კორონოვირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ეს არ არის ვიწრო პარტიული საკითხი, ეს არის ზეპარტიული, საზოგადო საკითხი. ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი ისე, როგორც არასდროს, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ ავადმყოფობის პრევენციისათვის. ვითხოვთ, უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდონ, თუ რა ნაბიჯები იგეგმება", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს