ნინო ბურჯანაძე - პრეზიდენტს შეუძლია უგულავას შეწყალებით პოლიტიკურ პროცესში დიდი პოზიტივი შეიტანოს

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ გიგი უგულავას შეწყალების აქტი დროულად გამოსცეს.

„პრეზიდენტს შეუძლია უგულავას შეწყალებით პოლიტიკურ პროცესში დიდი პოზიტივი შეიტანოს. ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა იაქტიუროს და განახორციელოს გიგი უგულავას შეწყალება.

ავღანეთის პრეზიდენტმა ტრამპისა და თალიბების შეთანხმების საფუძველზე შეიწყალა 1500 თალიბი პატიმარი, რომლებიც მკვლელობებში და ტერორისტულ აქტებში მონაწილეობდნენ. არ მგონია, რომ ავღანეთის პრეზიდენტისთვის ეს სასიამოვნო ფაქტი ყოფილიყო. ამ მაგალითის გათვალისწინებით, უფრო მარტივად შეუძლია სალომე ზურაბიშვილს გიგი უგულავას შეწყალება დროულად განახორციელოს და პროცესი არ გაწელოს“, - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ერთიანი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა