თსუ სწავლის პროცესის ელექტრონული კომპონენტებით დაწყების თარიღზე დამატებით ინფორმაციას კვირის ბოლომდე გაავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლის პროცესის ელექტრონული კომპონენტებით დაწყების თარიღთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას კვირის ბოლომდე გაავრცელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალების, პრეზენტაციების, ვიდეოჩანაწერების ატვირთვას ელექტრონულ მატარებლებზე, მიმდინარეობს მათი ტესტირება. უახლოეს დღეებში დაიწყება სტუდენტების შესაბამის პლატფორმებზე დარეგისტრირება და პროცესის მომზადების მიზნით, მათ ვიდეოგაკვეთილები და გზამკვლევები დაეგზავნებათ. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება თსუ ვებგვერდზე, ფეისბუქის გვერდზე, LMS.TU.GE-ზე და პარალელურად, სტუდენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა