ირაკლი კოვზანაძე - კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები და ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა ლარის კურსზე გავლენას ახდენს

კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გაურკვევლობები და ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა ლარის კურსზე გავლენას ახდენს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის რყევას სწორედ ეს პროცესები და მასთან დაკავშირებული მოლოდინები იწვევს.

„აღნიშნული პროცესესები იწვევს ლარის ბოლოდროინდელ რყევებს. 15 თებერვლის შემდეგ გვქონდა ლარის გამყარების ტენდენცია, რომელზეც გავლენას ახდენდა ეროვნული ბანკის ძვირი ფულის პოლიტიკა, მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობები, ასევე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, გავლენას ახდენს და მოახდენს ლარის კურსზე. დაგვჭირდება და ალბათ სავალდებულოც იქნება პარლამენტის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მჭიდრო თანამშრომლობა ამ რეალობის გათვალისწინებით, რათა ერთის მხრივ მოხდეს პრევენცია და მეორეს მხრივ დავსახოთ გარკვეული გეგმები“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა არის მცირე და ღია, მსოფლიოს ეკონომიკაში ინტეგრირებული, შესაბამისად, მიმდინარე პროცესები მასზე გავლენას იქონიებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო