ვახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სამინისტროს მიღწევებზე.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს თანამშრომლობით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა