არჩილ თალაკვაძე -  არც ერთი პარლამენტარი და პარლამენტის თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არ აქვს კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ დროისათვის არც ერთი პარლამენტარი და პარლამენტის თანამშრომელი კარანტინის რეჟიმში არ იმყოფება და არ აქვს დადასტურებული ახალი კორონავირუსით ინფექცია.

თალაკვაძის თქმით, პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას.

„მინდა გაცნობოთ, რომ მომდევნო 12 საათის განმავლობაში გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებს და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას. ძირითადად ეს იქნება, თვითიზოლაციასთან თუ კარანტინთან დაკავშირებული, ასევე სამედიცინო სამსახურებთან კონსულტაციისთვის, თუ იმ ადამიანებთან დაკავშირებული სცენარები, რომლებიც შესაძლოა, მოგზაურობდნენ მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებში. ამ მომენტისთვის არც ერთი პარლამენტარი და არც ერთი პარლამენტის თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია. შესაბამისად, პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებმაც დროულად მოგვაწოდეს რეკომენდაციები და ასევე ყველა ჩვენს თანამშრომელს, ვინც დაიცვა ეს რეკომენდაციები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო