არჩილ თალაკვაძე - თუ იქნება კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა პარლამენტში, მედიას ინფორმაციას პირველები მივაწვდით

თუ იქნება დადასტურებული შემთხვევა პარლამენტში არ აქვს მნიშვნელობა ეს შეეხება დეპუტატსა თუ თანამშრომელს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მედიას ინფორმაციას მივაწვდით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი იქნება პირველი, ვინც მიიღებს შესაბამის ზომებს ეპიდემიური კონტროლის თვალსაზრისით.

„მინდა ნეგატიურად შევაფასო სამწუხაროდ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელის მცდელობა, როდესაც ხდება კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება და მათზე გარკვეული გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება. როცა ხდება ყოველდღიურად ერთი ან ორი ადამიანის ამორჩევა პარლამენტიდან და ვრცელდება რაღაც კულუარული ინფორმაციები, თითქოს, ამა თუ იმ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია და მერე მიდის ამაზე მუდმივი სპეკულაციები. მინდა ამ ადამიანებს მივმართო, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სტიგმის შექმნა და მისი ხელშეწყობა ამ სიტუაციაში არის ეპიდსიტუაციის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. სტიგმატიზაციის და ამ საკითხებისგან რაღაც სენსაციის შექმნა, კონკრეტული ადამიანების ამორჩევა და მათ მიმართ ნეგატიური კამპანიის წამოწყება სრულიად ეწინააღმდეგება იმ განწყობასა და იმ ზომებს, რასაც საზოგადობასთან ერთად ქვეყანაში მივმართავთ. მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუთხრა, ჩვენ თანამოქალაქეებსა და ჟურნალისტებს, თუ იქნება დადასტურებული შემთხვევა პარლამენტში არ აქვს მნიშვნელობა ეს შეეხება დეპუტატსა თუ თანამშრომელს ჩვენ ვიქნებით პირველები ვინც მივაწვდით მედიას ინფორმაციას და ასევე ვიქნებით პირველები, ვინც მიიღებს შესაბამის ზომებს ეპიდემიური კონტროლის თვალსაზრისით. არავითარი მოტივაცია ამ პარლამენტში და დეპუტატებს შორის არ არსებობს რომ ამ შემთხვევების იგნორირება მოხდეს. გთხოვთ, რომ ეს სამწუხარო პრაქტიკა შეცვალოთ. პარლამენტი აკეთებს ყველაფერს, რომ თავიდან ავირიდოთ ინფექციის გამო რამე შეცდომა და პროცესების პარალიზება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა