არჩილ თალაკვაძე - კორონავირუსთან დაკავშირებული სცენარების დასარეგულირებლად პარლამენტში სპეციალური ბრძანება გამოიცემა, რომელიც თანამშრომლებს და პარლამენტის წევრებს შეეხება

მომდევნო 12 საათის განმავლობაში, გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც დეპუტატებს და თანამშრომლებს შეეხებათ და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლო სიტუაციას - ეს იქნება ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების თვითიზოლაცია, კარანტინში განთავსება თუ დისტანციური მუშაობა - ამასთან დაკავშირებული განაცდური დღეები და სხვა საკითხები ბრძანებით დარეგულირდება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, პარლამენტში ეპიდკონტროლის ზომები არის მიღებული, რაც შემდგომში, კიდევ უფრო გაფართოვდა.

არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არც ერთი დეპუტატი და პარლამენტის აპარატის არც ერთი თანამშრომელი კარანტინში არ იმყოფება და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია.

მეტი სიფრთხილისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს საჯარო ღონისძიებების რაოდენობის შეზღუდვისკენაც მოუწოდა. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტურად ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას და შედეგით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა