გიგა ბოკერია - როგორც კი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი შეთანხმება შესრულდება, მაშინ პოლიტიკური ბოიკოტი აღარ იარსებებს

არ დაგიმალავთ, რომ "ევროპული საქართველოს" ეგოისტური ინტერესია და ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გვგონია, რომ საპარლამენტო ტრიბუნას ეფექტურად ვიყენებთ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან ოპიზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება მათ ინტერესშიცაა, თუმცა ბოიკოტის დასრულება შეთანხმების შესრულებაზეა დამოკიდებული.

"როგორც კი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი შეთანხმება შესრულდება, მაშინ ბუნებრივია, პოლიტიკური ბოიკოტი აღარ იარსებებს. როგორც ქვეყნის, ასევე ჩვენს ინტერესშია ნორმალური საპარლამენტო ცხოვრება - როგორი დაპირისპირებაც არ უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის შინაარსით, ნორმალურია, როცა ეს ყველაფერი პარლამენტში ხდება. არ დაგიმალავთ, რომ "ევროპული საქართველოს" ეგოისტური ინტერესია და ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გვგონია, რომ საპარლამენტო ტრიბუნას ეფექტურად ვიყენებთ. ორივენაირად გვაწყობს ეს, მაგრამ პრინციპული საკითხია შეთანხმების შესრულება. იმედია, ეს შესრულდება და პოლიტიკური ბოიკოტი დასრულდება. თუ შეთანხმების შესრულებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, ჩვენი ხმების პრობლემა არ იარსებებს. ხმას მივცემთ და ბოიკოტი სხვა მხრივ გაგრძელდება. შესაძლებლობას ყოველთვის გამოვნახავთ, რომ იმ შეთანხმების შესრულებას, რომელიც მიღწეული იქნა, პრობლემა არ შევუქმნათ. იმედი მაქვს, არც სხვა არ შეუქმნის არც ერთი მიმართულებით",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
დედამიწის დღე 2021: დედამიწის ეკოლოგიური მდგომარეობის აღდგენის უპრეცედენტო შესაძლებლობა
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა