პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომელიც საკითხების დისტანციური განხილვისა და ელექტრონული კენჭისყრის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომელიც პარლამენტში საკითხების დისტანციური განხილვის და ელექტრონული კენჭისყრის პროცედურის შემოღებას გულისხმობს.

შესაბამისი კანონპროექტი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს ეხება განსაკუთრებით მნიშვნელოვან საგანგებო სიტუაციებს. ეს კიდევ ერთხელ დაგვეხმარება რომ პირობა, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის არჩევნებთან დაკავშირებით, ამ მომენტში ამას არავითარი საფრთხე არ დაემუქროს. იმედი მაქვს მოვლენები ყველაზე კარგი სცენარით განვითარდება, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შესაძლებლობა, რეგლამენტში მაინც ვფიქრობ, უნდა იყოს ჩაწერილი, რადგან ყველა შესაძლო პრობლემისგან დავაზღვიოთ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა