ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია და ფასდება, როგორც მსუბუქი შემთხვევა.

ენდელაძის თქმით, ვირუსს შემდგომში ახალიათებს მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ მისივე თქმით, ამ დროისათვის ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა ხერხდება.

„არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია, ამ ეტაპზე ფასდება, როგორც მსუბუქი შემთხვევა. ზოგადად იცით, შემოსვლისას, უფრო ხშირად, არის მსუბუქი, მაგრამ შემდგომში ამ დაავადებისათვის დამახასიათებელია მდგომარეობის გაუარესება. მაგრამ ჯერჯერობით, ყოველი შემთხვევისთვის საგანგაშო არაფერი არ არის. ყველა პაციენტის მართვა ხერხდება, განსაკუთრებული ჩარევები და ინტენსიური თერაპია მათ არ დასჭირვებიათ“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს