მარინა ენდელაძის ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოყვანილ 7 პაციენტს ცხელება აღენიშნება და ტესტის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გუშინ იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ცხელება უფიქსირდებათ, თუმცა მათი ანალიზის პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მისივე თქმით, აღნიშნული ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ენდელაძის თქმით, 26 თებერვალს ინფიცირებულ პაციენტს, სავარაუდოდ, ხვალ აუღებენ განმეორებით ანალიზს, თუმცა მისივე თქმით, უარყოფით შედეგს არ ელოდებიან, რადგან მასაც ფილტვების ანთება აღენიშნებოდა.

„იტალიიდან გადმოყვანილ პაციენტებს, აქვთ ცხელება, მაგრამ ჯერჯერობით პასუხები არ მიგვიღია. ეს ალბათ იქნება გვიან დილით და ხვალ დილისთვის მოგახსენებთ მონაცემებს. სულ ველოდებით 15 პაციენტის პასუხს.

26 თებერვალს ინფიცირებული პაციენტის ანალიზის პასუხს ხვალ ავიღებთ სავარაუდოდ, იმიტომ, რომ იქაც იყო ფილტვების ანთება და არ ველოდებით, რომ აუცილებლად იქნება უარყოფითი. ამიტომ შეიძლება რამდენიმე დღე გადავწიოთ იმიტომ, რომ როდესაც პაციენტებს აქვთ პნევმონია, შეიძლება, გახანგრძლივდეს და ზოგადად 2 კვირა არ არის ის დრო, როდესაც აუცილებლად უნდა იყოს უარყოფითი. მოგეხსენებათ, ამ ვირუსს ახასიათებს ორგანიზმში ხანგრძლივი პერსისტირება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო