მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.

„ამ დროისათვის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 45 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 20 გახლავთ ინფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება და მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურია, მათ შორის არიან მსუბუქი სიმძიმის, საშუალო და მძიმე პაციენტები. თუმცა, იმ ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და მცირედი დადებითი დინამიკა არის“,-განაცხადა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, კვლავ დადებითია ორი კვირის წინ ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი პაციენტის ტესტის პასუხი.

„ ისევ დადებითი იყო 2 კვირის წინ შემოსული პაციენტის ანალიზის პასუხი. იცით ორი კვირა კი გავიდა მაგრამ, არ ველოდებოდით იმას, რომ პასუხი აუცილებლად იქნებოდა უარყოფითი იმიტომ, რომ ამ პაციენტს ქონდა ფილტვების ანთება. ამ შემთხვევისათვის ეს სრულიად დასაშვებია. დაახლოებით კიდევ ერთი კვირა საჭირო იქნება ამ პაციენტის სტაციონარში დაყოვნება და ვნახავთ შემდგომში როცა განთავისუფლდება ვირუსისგან, ის გაეწერება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა დასტურდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა