კორონავირუსის გამო, საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები, შესაძლოა, განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს

კორონავირუსის გამო, საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები, შესაძლოა განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისია გადაწყვეტს, აღნიშნული განხილვები რეალურ სივრცეებში ჩატარდება თუ ტელეკომუნიკაციის საშუალებით.

„შემდეგ პლენარულ სხდომაზე შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, რომელიც 1 თვის ვადაში უზრუნველყოფს საჯარო განხილვებს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ამ საჯარო განხილვების ფორმატი და მისი პლატფორმა შეიცვალოს, მაგრამ ის აუცილებლად ჩატარდება. საკონსტიტუციო კომისია იმსჯელებს განხილვებისთვის გამოვიყენებთ რეალურ სივრცეებს თუ ტელეკომუნიკაციის საშუალებებს და შევქმნით სხვა პლატფორმას, სადაც მოქალაქეებს მივაწვდით ინფორმაციას და მათგანაც მივიღებთ კითხვებს, რომელსაც პასუხი გაეცემა. მე ყველას მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში. მინდა, მადლობა გადავუხადო მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებიც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართული კონსულტაციებში. ოპოზიციასთან ერთად ჩვენ უმოკლეს დროში შევძელით შეთანხმების მიღწევა, რაც კარგია,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს