იტალიაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა, დღე-ღამის განმავლობაში 2 313 ადამიანით გაიზარდა. საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12 462-ს შეადგენს.
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ანჯელო ბორელის განაცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად დაიღუპა 196 ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს აღწევს.
„ჩვენ დავაფიქსირეთ 196 ლეტალური ფაქტი“, – აღნიშნა ბორელიმ.
მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 41-ით გაიზარდა და 1045 ადამიანი შეადგინა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 124 910 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4 585 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 67 050.