ირანის ვიცე-პრეზიდენტსა და ორ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ირანის ვიცე-პრეზიდენტს ესჰაქ ჯაჰანგირის, კულტურისა და ტურიზმის მინისტრს ალი მუნესანსა და ვაჭრობის მინისტრს რეზა რაჰმანის კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.

ამ დროისთვის მინისტრი ჯაჰანგირი საკარანტინო ზონაშია მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადის, ხოლო დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

ირანში 19 თებერვლიდან დღემდე, დაავადების 9 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 354 გარდაცვლილია, 2900-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო: ირანის ვიცე-პრეზიდენტსა და ორ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა