ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რა არის პანდემია და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ქვეყანას, ისევე როგორც საქართველოს, პანდემიური მზადყოფნა ისედაც ჰქონდა.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ეს ე.წ. „ალარმი“ მაღლა იყო აწეული.

„სერიოზული ღონისძიებები ტარდება ახლაც და ემატება ახალ-ახალი ღონისძიება. ყველა ქვეყანას აქვთ თავიანთი გეგმები და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა კორონავირუსული ინფექციის ის ეპიდაფეთქებები პანდემიად. პანდემია არის გლობალური ეპიდემია. ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანაში, დღეს უკვე ის 120 ქვეყანაშია და ქვეყანათა რაოდენობა ყოველდღიურად ემატება, ინფექცია თითქმის ყველა ქვეყანაშია. თუ ეს ჩინეთში იყო თავიდან ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ მოდის, ჩინეთს გარეთ უკვე არის 42 შემთხვევაზე მეტი რაოდენობა, ანუ, თითქმის ნახევარი, რაც იყო ჩინეთში. რაც მთავარია ტემპი იზრდება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობა გამოცხადდა პანდემიად. ხვალ უკვე გამოქვეყნდება რეკომენდაციები დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რა უნდა გატარდეს გლობალურად. ჩვენ ისედაც გვქონდა ყველა ქვეყანას პანდემიური მზადყოფნა. საქარველოში ეს ე.წ. ალარმი მაღლა იყო აწეული,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს მეტი სიფხიზლისა და რეკომენდაციების დაცვისკენ.

„თავი ავარიდოთ საერთაშორისო მგზავრობებს, თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და თუ მაინც მივდივართ , ჩამოსვლისას დავიცვათ წესები განსაკუთრებით იმ 4 ქვეყნიდან ჩამოსვლისას. ხვალ, ზეგ დარმწუნებული ვარ ეს ოთხი ქვეყანა უფრო მეტი იქნება. შევასრულოთ ის რეკომენდაციები, ვიყოთ 14 დღე თვითიზოლაციაში. ეს არის დღეს მთავარი რეკომენდაცია და მეტი პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. ხშირად დალაგება, განიავება და თავის არიდება დიდი თავშეყრის ადგილებზე. თუ მათ აქვთ გარკვეული სიმპტომები. მაღალსიცხიანი და ან ტემპერატურის მქონე ადამიანები ნუ წავლენ სამსახურებში. ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვირტუალური კონტაქტი გვქონდეს ექიმთან, რომ თავი ავარიდოთ რიგებს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემიის შესახებ გამოაცხადა. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება „COVID-19“ შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 124 910 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4 585 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 67 050.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 24 შემთხვევა ფიქსირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა