ადვოკატთა ასოციაცია ზუგდიდის სასამართლოში თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატის პროცესში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადვოკატთა ასოციაცია ზუგდიდის სასამართლოში თვითიზოლაციაში მყოფი ორი ადვოკატის პროცესში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, ადვოკატებმა მოითხოვეს სხდომების გადადება მხოლოდ COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და ისინი რეალურად არ იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია ზუგდიდის სასამართლოში ორი ვითომდაც თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატის პროცესში მონაწილეობის თაობაზე.

მინდა გაცნობოთ, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას, ადვოკატებმა მოითხოვეს სხდომების გადადება მხოლოდ COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და ისინი რეალურად არ იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში.

მათივე განმარტებით, მათ არც რაიმე რისკის შემცველი კონტაქტი ჰქონიათ, თავს გრძნობენ კარგად და ჯანმრთელად.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, თავად მოსამართლეთა, ადვოკატთა და მხარეთა ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით, დროებით გადადონ ზეპირი განხილვები, გარდა სპეციალური ვადების მქონე საქმეებისა, ხოლო ამ საქმეებზე მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო