აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად, მაგრამ ხარვეზები დარჩა

მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად, მაგრამ ხარვეზები დარჩა, მათ შორის, ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების მიმართ 20-21 ივნისის აქციების დროს შეუსაბამო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის გატაცებასა და გადაცემის ფაქტებზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობის კუთხით, - ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების საქმის გამოძიება წინ არ წასულა.

„მთელი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის ოფისი, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება გამოხატავდნენ შეშფოთებას 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებისა და სხვა ქვეყნისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თანამდებობის პირების დაუსჯელობის გამო. დეკემბრამდე გენერალური პროკურატურის ოფისი აცხადებდა, რომ აზერბაიჯანის მთავრობას მუხთარლის გამოკითხვის თხოვნით მიმართა და მათგან პასუხს ელოდებოდა. სახალხო დამცველის ოფისი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მუხთარლის ცოლი გამოძიებას გაჭიანურებისა და არასათანადო გამჭირვალობის გამო აკრიტიკებდნენ, გარდა ამისა, ისინი აპროტესტებდნენ ხელისუფლების უარს, მუხთარისთვის „დაზარალებულის სტატუსი“ მიენიჭებიათ. ასეთი სტატუსი მუხთარლის ადვოკატებს საშუალებას მისცემდა მოეთხოვათ მუხთარლისა და მისი ახლო ნათესავების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების სპეციალური დაცვა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსის ვახტანგ გომელაურის მიერ 2018 წლის ივლისში გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ „ზოგიერთი საქმის გამოძიება არასდროს სრულდება“ აძლიერებს შეშფოთებას თბილისიდან მუხთარის გაუჩინარებასა და აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მის დაკავებაში ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ.

„არასამთავრობო ორგანიზაციები გამომძიებლებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტის იგნორირებაში ადანაშაულებდნენ. განვითარებული მოვლენები, მათ შორის ის, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა, გამოძიების შუალედური ანგარიში წარმოედგინა, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი უფროსის ვახტანგ გომელაურის მიერ 2018 წლის ივლისში გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ „ზოგიერთი საქმის გამოძიება არასდროს სრულდება“ აძლიერებს შეშფოთებას თბილისიდან მუხთარის გაუჩინარებასა და აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მის დაკავებაში ხელისუფლების მონაწილეობის შესახებ,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა