აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ჟურნალისტები, არასამთავრობოები და საერთაშორისო თანამეგობრობა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდნენ მედიის პლურალიზმის კუთხით შექმნილი ვითარების გამო

წლის განმავლობაში ჟურნალისტები, არასამთავრობოები და საერთაშორისო თანამეგობრობა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდნენ მედიის პლურალიზმის კუთხით შექმნილი ვითარების გამო,- ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, არსებობს ბრალდებები იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა დროდადრო ადეკვატურად არ იცავდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის მედიისთვის.

სახელმწიფო დეპარტმენტის ანგარიშში დოკუმენტში ყურადღება ეთმობა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნულია, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „რუსთავი 2“ ხელისუფლების კრიტიკას აგრძელებს, თუმცა, უფრო რბილი ენით.

„“რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების თანახმად, ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, რომელმაც ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლება ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერები ამ გადაწყვეტილებას მიესალმნენ, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა კი შეშფოთება გამოხატეს, განსსაკუთრებით კი ხალვაშის მმართველ პარტიასთან კავშირის გამო. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და მედია ექსპერტებმა ხელისუფლებას მოუწოდეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ყურადღებით განეხილათ,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მოკლე ხანში ეროვნულმა რეესტრმა ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელად დაარეგისტრირა. ხალვაშმა გენერალური დირეტორი ნიკა გვარამია საკუთარი ადვოკატით, პაატა სალიათი, ჩაანაცვლა.

„“რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილების გამო ბევრმა მედია დამკვირვებელმა გამოხატა შეშფოთება. ზოგიერთი მედია ექსპერტი გამოთქვამდა შიშს, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლებოდა, რასაც, შესაძლოა საერთო მედია ლანდშაფტის თავისუფლება შეეზღუდა,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გენერალურმა პროკურორის ოფისმა არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსური დირექტორი კახა დამენია 2015 წელს გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით დაკითხვაზე გამოიძახა. 20 აგვისტოს სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მელაძისა და სხვა პირების წინააღმდეგ სარეკლამო კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის საქმეში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რითაც მათ სავარაუდოდ ფინანსური სარგებელი მიიღეს, სამართლებრივ ქმედებას დაიწყებდა. იმავე დღეს არხი რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა, რის მიზეზადაც მათ არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაში ცვლილებების მოსალოდნელი განხორციელება დაასახელეს.

„“რუსთავი 2“-მა 20 აგვისტოს საინფორმაციო პროგრამები შეწყვიტა და მაუწყებლობა 25 სექტემბერს ჟურნალისტთა ახალი შემადგენლობით განაახლა, რომელსაც საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსი ირაკლი იმნაიშვილი ხელმძღვანელობდა. გვარამიამ და რუსთთავი 2-დან წამოსულმა ბევრმა ჟურნალისტმა ახალი მედია საშუალება „მთავარი არხი“ დააფუძნეს, რომელმაც მაუწყებლობა 10 სექტემბერს დაიწყო. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, რუსთავი 2 ხელისუფლების კრიტიკას აგრძელებს, თუმცა უფრო რბილი ენით,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა