აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვა მსოფლიოს 2 თვე დაუჯდა, რომ საპასუხო ზომები მიეღო

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების საკითხებში რობერტ ო’ბრეინი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მიერ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვამ, გლობალური პასუხი ეპიდემიასთან საბრძოლველად 2 თვით დააგვიანა.

მისივე თქმით, კორონავირუსი აშშ-ში არ დაწყებულა და გარკვეული დროის წინ უხანში, ჩინეთში აღმოჩნდა.

„სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება მომხდარიყო, აფეთქება უხანში დამალეს. ჩინეთიდან ინფორმაცია ჟღერდებოდა, რომ ექიმები, რომლებიც ღიად ცდილობდნენ საუბარს, გააჩუმეს, იზოლაციაში მოათავსეს ან კიდევ რაღაც. ასე რომ სიტყვა ვირუსი, ქვეყნიდან არ გამოდიოდა“,-განაცხადა ო’ბრეინმა.

მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ სწორედ ჩინეთის მთავრობის ქმედებები „მსოფლიოს ორი თვე დაუჯდა, რომ საპასუხო ზომები მიეღო“.

„ჩვენ შეგვეძლო დრამატულად შეგვემცირებინა ის, რაც მოხდა ჩინეთშიც და მთელ მსოფლიოში. დაიმახსოვრეთ, უხანის კორონავირუსმა გამოიწვია ეს და ის ინფორმაცია, რასაც მოგვიანებით ვიღებდით საკმარისი არ იყო, სწორედ ამან მიგვიყვანა აქ“,- დასძინა ო’ბრეინმა.

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი COVID-19 ჩინეთის უხანის პროვინციაში დეკემბერში გამოვლინდა. მსოფლიო მედიამ პეკინი ინფორმაციის დამალვაში არაერთხელ დაადანაშაულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა