მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 55 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექცია კვლავ უფიქსირდება და კლინიკაში რჩება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 55 წლის მამაკაცს, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ჯერჯერობით ინფექცია კვლავ უფიქსირდება, რის გამოც, კლინიკაში რჩება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, მას კიდევ ერთი ტესტი 2-4 დღის ვადაში ჩაუტარდება.

„გაკეთდა მისი ტესტირება ვირუსთან მიმართებაში. მიღებული იქნა სუსტი დადებითი პასუხი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსმა არ დატოვა ორგანიზმი, გასაგები ენით რომ ვილაპარაკოთ. ვირუსი მცირე კონცენტრაციით ისაზღვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსმა დატოვა ორგანიზმი. მაინც ითვლება, რომ ამ პაციენტთან პასუხი დადებითია და აუცილებლად ითხოვს გადაკონტროლებას. გადაკონტროლება სადღაც 2-4 დღის ინტერვალში მოხდება, ალბათ, უფრო მე-4 დღეს. თუ მიღებული იქნება ნეგატიური პასუხი, ამ შემთხვევაში, ერთი დღის ჩაგდებით კვლავ უნდა ჩატარდეს ტესტირება და განმეორებით უნდა იყოს ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი, რომ ჩაითვალოს პაციენტი გამოჯანმრთელებულად. ეს გარკვეულწილად რამდენიმე დღის პროცესია, ნელ-ნელა გავყვებით და ამის განმარტებებსაც მოგცემთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი 55 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც საქართველოში ირანიდან შემოვიდა. მას 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდის გავლის შემდეგ ახალი ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც ორგანიზმში ჯერ კიდევ ვირუსის არსებობა დაადასტურა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს