ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან და პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები ტიტუს კორლატეანი და ბას კლეინი პროკურატურაში განხორციელებული რეფორმების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.

„საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურის მუშაობის სპეციფიკას, უწყების პრიორიტეტებს და პროკურატურის განვითარების სტრატეგიას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო