მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე იყო, დასტაბილურდა, ასევე სტაბილურია 12 წლის ბავშვის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე იყო, დასტაბილურდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ხუთს უდასტურდება პნევმონია.

„5 პაციენტთან დადასტურებულია პნევმონია. ერთ-ერთი იყო შედარებით მძიმე მდგომარეობით, მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა ამ პაციენტთან მდგომარეობა და ახლა მისი პნევმონია შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენი ოთხი მსუბუქი მიმდინარეობით იყო შეფასებული და ასევე რჩება ჯერჯერობით, პროგრესირება დილის მონაცემებით არ შეინიშნება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამჟამად საავადმყოფოში 45 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 17 პაციენტის პასუხი რამდენიმე საათში იქნება.

„დღეს დილის მონაცემებით სააავადმყოფოში წევს 45 პაციენტი, საიდანაც 21 არის ინფიცირებული. გუშინ დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტირებით მივიღეთ 11 პაციენტზე უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტები გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში ან საკარანტინე ზონაში. ახლა 17 პაციენტზეა აღებული ტესტი და ჩვენთვის ჯერჯერობით პასუხები ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ალბათ ნეგატიური უნდა იყოს ყველა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

„მინიმალური ჩივილებით არის ეს ბავშვი და ზოგადი მდგომარეობა მისი დამაკმაყოფილებელია. ზოგადად, ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და იმედია, ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: პაციენტის მდგომარეობა, რომელიც სხვებთან შედარებით მძიმე იყო, დასტაბილურდა, სტაბილურია 12 წლის ბავშვის მდგომარეობაც

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა