დავით ზალკალიანი - ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპატამენტის მხრიდან გაიცა, საქართველო ზედმიწევნით შეასრულებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპატამენტის მხრიდან გაიცა, საქართველო ზედმიწევნით შეასრულებს.

როგორც ზალკალიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მუდმივად ხდება ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრება და ხაზგასმა იმაზე, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის რეკომენდაციები განსაკუთრების ყურადსაღებია. მოგეხსენებათ, რომ ანგარიში ემსახურება გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ჩვენ ბუნებრივია, გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რაც ანგარიშშია მოცემული და გამოვიყენებთ მას იმისთვის, რომ ის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს შემუშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, იყოს შესაბამისობაში ამ რეკომენდაციებთან. ყველა რეკომენდაცია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოდის, იქნება გათვალისწინებული. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ მსგავსი რეკომენდაციები გაიცემა ყველა ქვეყანასთან მიმართებაში, მათ შორის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებთან მიმართებაში, სწორედ ამ კუთხით და მაღალი სტანდარტების დაწესების თვალსაზრისით აღვიქვამთ ამ განცხადებას. ბუნებრივია, მასზე იქნება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპატამენტის ანგარიშებში არა მხოლოდ საკანონმდებლო, არამედ აღმასრულებელ დონეზე მკვიდრდება ტერმინი ოკუპაცია, რაც კიდევ ერთხელ არის დაფიქსირებული. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მიუღებლობაზე იქ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ეს არის კარგი საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის და ყველა ფორმატი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დამკვიდრდეს ეს ტერმინი. ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შესაბამისი რეკომენდაციებიდან გამომდინარე. გვექნება ამის შესახებ საუბარი ჟენევის ფორმატში, ასევე ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს ფორმატში. კარგია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მუდმივად ხაზს უსვამს მძიმე მდგომარეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

უახლოეს პერიოდში გვექნება მნიშვნელოვანი რეზოლუციები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში. ბუნებრივია, ეს რეზოლუცია და რეკომენდაციები ამ თვალსაზრისითაც გამოგვადგება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს