მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოყვანილ იმ მგზავრებს,  რომლებსაც ანალიზები ჩაუტარდათ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილ იმ მგზავრებს,რომლებსაც ანალიზები ჩაუტარდათ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმფრინავში მყოფი პირების ნაწილს ანალიზებს დღესაც აუღებენ.

„იტალიიდან ჩამოსული პირების ნაწილთან ჩატარებულია კვლევა და პასუხი ნეგატიურია. პაციენტების გადმოყვანა-შემოყვანა დღის განმავლობაში ხდება, ვინც გუშინ ჩვენთან შემოსვლა მოასწრო წინა ღამიდან შუადღემდე, მათი პასუხები აღებულია და ყველგან ნეგატიური პასუხია მიღებული. არიან პაციენტები, რომლებიც დღის მეორე ნახევარში შემოვიდნენ, ასეთი 17 პირია, ესენი არიან თვითმფრინავში მყოფი პირები და სხვებიც, ზოგი სასწრაფოს, ზოგი - კატასტროფის ბრიგადის გადმოყვანილი, ზოგიც თვითდინებით მოსულია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებითვე, დღეს ახალ კორონავირუსზე ანალიზს 3 პაციენტს აუღებენ.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს