„სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად გრძელდება შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა ობიექტის დამუშავება სპეციალური სითხეებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ამჯერად სადეზინფექციო-პროფილაქტიკური სამუშაოები „სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჩატარდა. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია გაეცნენ.

„შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და სურსათის ეროვნული სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოებს შესაბამისი ტექნიკური და საკადრო რესურსით კოორდინირებულად ახორციელებენ. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები და სხვადასხვა ინვენტარი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, სპეციალური სითხით მუშავდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: "სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა