ვლადიმერ პუტინი - მიხეილ ხადარკოვსკი თაღლითია, მისი კომპანია არა მხოლოდ თაღლითურ ოპერაციებში, არამედ მკვლელობაშიც მონაწილეობს

მიხეილ ხადარკოვსკი თაღლითია და მისი კომპანია არა მხოლოდ თაღლითურ ოპერაციებში, არამედ მკვლელობაშიც მონაწილეობს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში, „20 შეკითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

მისივე თქმით, თავად ხადარკოვსკის მკვლელობებში მონაწილეობა დადასტურებული არ არის, თუმცა შესაძლოა ასეც იყოს.

„როგორ ფიქრობთ, უსაფრთხოების თანამშრომლები ხალხს საკუთარი ინიციტივით, ახირებით კლავდნენ? მე ვფიქრობ, რომ - არა. ეს დადასტურებული არ არის, თუმცა დადასტურებულია სხვა ფაქტები მისი უკანონო საქმიანობის. ამიტომაც მიიღო დამსახურებული პატიმრობა“,-განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, 2015 წელს მიხეილ ხადარკოვსკი ნეფტეუგანსკის მერის ნათესავებმა ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა