წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ტრამპის საომარი უფლებამოსილებების შეზღუდვას ირანთან მიმართებაში

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანთან დაკავშირებით სამხედრო უფლებამოსილება შეუზღუდა. 227 ხმით 186-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციის თანახმად, დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს საომარი მოქმედებების დაწყებას ირანთან, თუ მას კონგრესის თანხმობა არ ექნება.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტთან, პენტაგონის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი, ყასემ სოლეიმანი მოკლეს. აღნიშნულის შემდეგ, თეირანმა ერაყში ბაზაზე, სადაც ამერიკული სამხედროებიც იმყოფებოდნენ, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული ჯარები მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ.

იხილეთ ვიდეო: წარმომადგენელთა პალატამ ირანთან მიმართებაში ტრამპის საომარი უფლებამოსილებების შეზღუდვას მხარი დაუჭირა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა