მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში მისვლისგან თავი შეიკავონ

მინდა ყველას მოგმართოთ და მოგიწოდოთ, რომ დღეიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, თუ არ არსებობს რაიმე გარდაუვალი აუცილებლობა, ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და სანოტარო ბიურობეში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც ახალი კორონავირუსის პრევენციის გამო მოქალაქეებს მიმართა.

თეა წულუკიანის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს სისტემა, კერძოდ კი იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტები და მუნიციპალიტეტებში რეესტრების სხვადასხვა ტერიტორიული სამსახურები, ასევე სანოტარო ბიუროები დღეში ემსახურებიან 30 000-ზე მეტ მოქალაქეს. შესაბამისად, მისი თქმით, აუცილებელია მოქალაქეებმა თხოვნა გაითვალისწინონ ვირუსის პრევენციის თვალსაზრისით.

„გარდაუვალი აუცილებლობა არის ის, რომლის გადადებაც გვიანდელი დროისთვის არ შეგიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქე, რომელსაც ექნება გარდაუვალი აუცილებლობა და მაინც მობრძანდება სერვისის მისაღებად, თავი შეიკავოს, რომ თან ჰყავდეს თანმხლები პირები. ეს არის კლასიკური შემთხვევა. განსაკუთრებით, იუსტიციის დიდ სახლებში, მოქალაქეები სერვისის მისაღებად თანმხლებ პირებთან ერთად მოდიან. გთხოვთ, ამისგანაც შეიკავოთ თავი, რადგან ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოძრაობდეს საჯარო სივრცეებში. მესამე - თუ შეგიძლიათ, რომ ესა თუ ის მომსახურება მიიღოთ ელექტრონულად, ონლაინ, ამ მეთოდს მიმართეთ . ჩვენ იმ სერვისების ნუსხას გამოვაქვეყნებთ, რომლის მიღებაც შესაძლებელია ონლაინ, - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იხილეთ ვიდეო: მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს, იუსტიციის სახლებში, რეესტრის სამსახურებსა და სანოტარო ბიუროებში მისვლისგან თავი შეიკავონ

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა