თინა ხიდაშელი - თუ ქვეყანაში დადგება სადეზინფექციო სამუშაოების მასობრივად ჩატარების აუცილებლობა, შესაძლოა, ეროვნული გვარდია იყოს გამოყენებული

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება, სასურველი იქნება ჯანდაცვის საველე პირობებში გადასვლა.

როგორც ხიდაშელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა, ხელისუფლებას კორონავირუსის პრევენციის კუთხით სწორი სტრატეგიული ხედვა გააჩნია, თუმცა „სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებაში შეყოვნებები აქვს“.

„ვფიქრობ, რომ სწორი სტრატეგიული ხედვა აქვთ და სწორად უდგებიან, ჩემთვის პირადად, როგორც ერთი ადამიანისთვის, გარკვეული ღონისძიებები ცოტა დაგვიანებულია, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა პრემიერმა, რომ გააკონტროლოს თვითიზოლაციის შემთხვევები, მე, მაგალითად, ამას რამდენიმე დღის წინ გავაკეთებდი, როდესაც თვითიზოლაციის ვალდებულება გაჩნდა, ნახევარი ზომების მიღება, ვფიქრობ, რომ დროში გადადებას ახდენს იმის, რისი გაკეთებაც ისედაც მოგვიწევს.

თუ არსებობს იმის საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს და ამასობაში საავადმყოფოები გვეუბნებიან, რომ თუ გაიზრდება, მათ პრობლემა შეექმნებათ, ვისურვებდი, რომ საველე პირობებში გადასულიყო ჯანდაცვა. ასეთ დროს ბევრი თვალსაზრისით ეს უფრო სწრაფი, ეფექტური და მომგებიანია. მაგრამ, ეს ის მომენტი არაა, როდესაც ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, უბრალოდ, ცოტათი შეყოვნებები აქვთ სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებაში და ფრენების გაუქმება ამის კარგი მაგალითია“,- განაცხადა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმითვე, მასობრივი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისა და საველე ჯანდაცვაზე გადასვლის შემთხვევაში, თავდაცვის ძალების გამოყენებაა შესაძლებელი.

„თუ ქვეყანაში დადგება სადეზინფექციო სამუშაოების მასობრივად ჩატარების აუცილებლობა, ვფიქრობ, ეს ის მომენტია, როდესაც ეროვნული გვარდია შესაძლებელია იყოს ამ მიზნით გამოყენებული. ისევე როგორც ბევრი სხვა მსგავსი ტიპის მასობრივი ღონისძიებებისთვის. საველე ჯანდაცვაზე როდესაც ვსაუბრობთ, აქაც თავდაცვის ძალების ქვეშ მყოფი სამედიცინო შენაერთიც შესაძლებელია, რომ სრულ მზადყოფნაში გყავდეს, იყოს მომზადებული ამ ტიპის წინააღმდეგობის გადალახვისთვის.

ჯარის გამოყვანა არ არის, რა თქმა უნდა, პირველი რიგის ამოცანა, თუმცა იმისთვის, რომ დაეხმაროს იმ უწყებებს, რომელიც ფრონტის წინა ხაზზე დგანან, ეს მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ხიდაშელმა.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს