გია ვოლსკი - საფუძვლიანი ეჭვია, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს - მათი ინტერესია, დესტრუქცია და იმ სცენარის განვითარება, რასაც სააკაშვილი მოკავშირე პარტიებს მოუწოდებს

თუ პოლიტიკური ბოიკოტი გაგრძელდება, დამატებითი არგუმენტი იქნება ჩემთვის განვაცხადო, რომ ეს არის დესტრუციული ძალა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არ მიდის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ ბოიკოტი უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია.

„საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია. უმრავლესობის სახელით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ დიდი კითხვის ნიშანი და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმის, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს. მათი ინტერესია, დესტრუქცია და იმ სცენარის განვითარება, რასაც მიხეილ სააკაშვილი თავის მოკავშირე პარტიებს მოუწოდებს. მათ ამოცანას სჯობს არჩევნები, შეთანხმება, სტაბილურობა და სიწყნარე. ამ ვითარებაში გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნიათ. თუ პოლიტიკური ბოიკოტი გაგრძელდება, დამატებითი არგუმენტი იქნება ჩემთვის განვაცხადო, რომ ეს არის დესტრუციული ძალა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არ მიდის,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო