თინა ხიდაშელი - პრემიერმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უნდა მიმართოს, რომ მთავრობა, მზადაა, მათ ჩაუტაროს ტესტები, კვლევა

პრემიერ-მინისტრმა უნდა მიმართოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ზუსტად ისევე მოემსახუროს ამ ადამიანებს, ჩაუტაროს ყველა კვლევა, როგორც ამას აკეთებს ქუთაისში, წყალტუბოში, თბილისსა და ნებისმიერ სხვა წერტილში, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ის ეთერში განაცხადა, რითაც კორონავირუსთან დაკაშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელ ნაბიჯებთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ხიდაშელის თქმით, დანარჩენი საქართველოს მხრიდან ამ თემაზე „წაყრუება და არშემჩნევა, არასწორია“.

„ვფიქრობ, პირველ რიგში, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს არის აბსოლუტური სრულფასოვანი შეზღუდვების გარეშე შეთავაზება, ყველა იმ სერვისის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. საქართველოს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი უნდა დადგეს ტრიბუნასთან, უნდა მიმართოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ საქართველოს მთავრობა, თავისი ჯანდაცვის სისტემით, შინაგან საქმეთა სამინისტროთი, ანუ ყველა იმ უწყებით, რომელიც ყველაზე აქტიური კომპონენტია ამ პროცესში, მზად არის, ზუსტად ისევე მოემსახუროს ამ ადამიანებს, ჩაუტაროს ტესტები, ყველა კვლევა, როგორც ამას აკეთებს ქუთაისში, წყალტუბოში, თბილისში და ნებისმიერ სხვა წერტილში. პირველი რიგის ამოცანა ესაა, რასაც მყისიერად უნდა მოჰყვეს პასუხი მეორე მხრიდან და ამის შესაბამისად გამოჩნდება გზა. მაგრამ ჩვენი მხრიდან წაყრუება ამ თემაზე, ამის არშემჩნევა, დაგვავიწყდა, იმიტომ რომ აქ პრობლემები გვაქვს, არასწორი მგონია“,- განაცხადა ხიდაშელმა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება